GORBI - თბილისის მერის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, კახა კალაძეს გამოკითხულთა 66.5% მისცემდა ხმას, ირაკლი კუპრაძეს - 13.5%, იაგო ხვიჩიას კი 13%

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.

კითხვაზე: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან და კოალიციებიდან საქართველოს მასშტაბით“, შედეგები ასე გადანაწილდა:

„ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს გამოკითხული მოქალაქეების - 66,4 პროცენტი;

„ძლიერი საქართველო ლელოს“ - 10,3 პროცენტი;

„გირჩს“ - 9,3 პროცენტი;

„გახარია საქართველოსთვის“ 8,7 პროცენტი;

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ აქვს მოქალაქეთა 2,2 პროცენტიანი მხარდაჭერა;

ყველა სხვა პარტიას კი ჯამურად 3,1 პროცენტი.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან და კოალიციებიდან? თბილისში შედეგები ასე გადანაწილდა:

„ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს - 59,1 %;

„ძლიერი საქართველო ლელოს“ - 13,7%;

„გირჩს“ - 12,6%;

„გახარია საქართველოსთვის“ - 9,6%;

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" - 2,8 %;

სხვა პარტიებმა კი ჯამურად მიიღეს 2,2 %.

ამასთან, კითხვაზე, „თბილისის მერის არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი კანდიდატებიდან?“ - შედეგები კი ასე გადანაწილდა:

კახა კალაძეს - „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი - 66,5%

ირაკლი კუპრაძეს - „ძლიერი საქართველო “ - 13,5%;

იაგო ხვიჩიას - „გირჩის“ კანდიდატს კი 13%;

სხვა კანდიდატებს საერთო ჯამში გამოკითხულთა 7% უჭერს მხარს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 6-25 სექტემბრის პერიოდში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს