ირაკლი კობახიძე - დღეს ჩინეთი სამაგალითოა ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის - ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთთან მჭიდრო და დინამიურ პარტნიორობას

დღეს ჩინეთი სამაგალითოა ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის იმით, რომ წინსვლაზე, მოდერნიზაციასა და განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფოა და გლობალურ მშვიდობას აძლიერებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისთავისა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ჩინეთის ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს და ჩინელ ხალხს დღესასწაული მიულოცა და ხაზი გაუსვა ჩინეთის მნიშვნელოვან წვლილს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებაში.

"ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მჭიდრო და დინამიურ პარტნიორობას. ჩვენი მეგობრობა ურთიერთპატივისცემას, ნდობასა და საერთო პრიორიტეტებს ეფუძნება. საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანა ჩვენი საერთო ინტერესების სიღრმეს ასახავს. საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მტკიცე ერთგულებას და სრულ მზადყოფნას, გააძლიეროს თანამშრომლობა ყველა სფეროში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ინიციატივები და პროექტები ამ პარტნიორობას განამტკიცებს და მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს.

"სარტყელისა და გზის" ინიციატივა, შუა დერეფნის მეშვეობით სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირებთან ერთად, განსაკუთრებულ შესაძლებლობებს გვთავაზობს ჩვენი პარტნიორობის გასაღრმავებლად და ჩვენს ერებს შორის ძლიერი კავშირების გასამყარებლად. საქართველოსა და ჩინეთის დინამიურმა თანამშრომლობამ, მათ შორის სავაჭრო შეთანხმებებმა, სავიზო რეჟიმის გამარტივებამ და ინფრასტრუქტურასა და ლოჯისტიკაში ერთობლივმა ინვესტიციებმა გააძლიერა ეს როლი და აჩვენა შუა დერეფნის, როგორც კავშირის გაძლიერების, ვაჭრობის გაფართოებისა და ურთიერთსასარგებლო შესაძლებლობების შექმნის პლატფორმის მნიშვნელობა. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და ჩინეთს შორის მტკიცე მეგობრობა და თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, რაც მეტად ძლიერი პარტნიორობისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საზეიმო მიღებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა.

შესრულდა ჩინეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო