ირაკლი კობახიძე - ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრინციპია, მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოქალაქეებზე და უზრუნველვყოთ კომფორტული სერვისების მიწოდებით - იუსტიციის სახლი გამორჩეული პროექტია სწორედ ამ თვალსაზრისით

ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრინციპი არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ მოქალაქეებზე და უზრუნველვყოთ ისინი მაქსიმალურად კომფორტული სერვისების მიწოდებით. იუსტიციის სახლი გამორჩეული პროექტია სწორედ ამ თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გლდანის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, გლდანელები 500-ზე მეტ სერვისს მიიღებენ უშუალოდ თავიანთ უბანში.

„მე მინდა, მოგილოცოთ ყველას, განსაკუთრებით გლდანელებს, იუსტიციის სახლის გახსნა. ამიერიდან, 500-ზე მეტ სერვისს გლდანელები მიიღებენ უშუალოდ მათ უბანში და ეს იქნება უზრუნველყოფილი კომფორტულ გარემოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ უბნის მცხოვრებლებისათვის. ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრინციპი არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ მოქალაქეებზე და უზრუნველვყოთ ისინი მაქსიმალურად კომფორტული სერვისების მიწოდებით. იუსტიციის სახლი გამორჩეული პროექტია სწორედ ამ თვალსაზრისით - მოქალაქეზე ორიენტირებული მომსახურებით.

გლდანის ეს ფილიალი იუსტიციის სახლების სისტემის ნაწილია, რომელიც დღეს ქვეყნის მასშტაბით, უკვე 125 მისამართზე, ყოველდღიურად 20 000-ზე მეტ ადამიანს ემსახურება. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა", - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ ეს პროექტი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს.

„კონკრეტულად გლდანის იუსტიციის სახლში ასამდე ჩვენი თანამოქალაქე იქნება დასაქმებული. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს პროექტები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის და გლდანის იუსტიციის სახლიც არ არის გამონაკლისი ამ თვალსაზრისით.

ჩვენ ამით არ ვჩერდებით. გრძელდება იუსტიციის სახლების ქსელის შემდგომი გაფართოება, ვიდრე არ დაიფარება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი. ასევე თბილისში უნდა გაფართოვდეს ეს ქსელი. ძალიან მალე დაიწყება დიღომში იუსტიციის სახლის მშენებლობა. ამ მიმართულებით მთავრობა მომავალშიც არ დაიშურეს ძალისხმევას. მინდა მადლობა გადავუხადო და მივულოცო პირადად მინისტრს, ბატონ პაატა სალიას და მის გუნდს, სამინისტროს, იუსტიციის სახლის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში", - განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის