ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ თავისი ტაქტიკით ძალიან გაგვიიოლა საქმე - იდეალური სურათი დალაგდა ჩვენთვის, ამიტომ ძალიან მარტივად ვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში

ჩვენი მიზანი - 64/64-ზე, პრაქტიკულად, უკვე გარანტირებულად არის შესრულებული, 64-ვე მუნიციპალიტეტში ვაპირებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას და ეს კვლევებიც ამის მორიგი დასტურია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც GORBI-ის კვლევას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციამ თავისი ტაქტიკით ხელისუფლებას საქმე „ძალიან გაუიოლა“.

„ოპოზიციამ თავისი ტაქტიკით ძალიან გაგვიიოლა საქმე, როგორც იმ ორმა პარტიამ, რომლებმაც არ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა, ასევე იმ ორმაც, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში. იდეალური სურათი დალაგდა ჩვენთვის, ამიტომ ძალიან მარტივად ვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს",-განაცხადა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები