გიგი წერეთელი - მოლდოვის ისტორიული წარმატება დიდი მხარდაჭერაა  პროდასავლური, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის მებრძოლი საზოგადოებისთვის უკრაინაში, საქართველოში და ოპტიმიზმის მიმცემი მთლიანად ევროპისათვის

მოლდოვაში ჩატარებულმა არჩევნებმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ხალხის მისწრაფებას და რწმენას თავისუფლების, დემოკრატიისა და პროგრესისათვის, ვერც დიდი ფული, დეზინფორმაცია თუ ჰიბრიდული სპეცოპერაციები წინ ვერ აღუდგება, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი მოლდოვაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.

გიგი წერეთლის თქმით, მოლდოვის წარმატება დიდი მხარდაჭერაა პროდასავლური, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის მებრძოლი საზოგადოებისთვის უკრაინაში და საქართველოში ევროპისათვის.

„რუსეთის დიდ მცდელობას, მოლდოვა ჩამოეშორებინა ევროპული ინტეგრაციის გზიდან ნებისმიერ ფასად, საზოგადოების უდიდესი ნაწილის მტკიცე ნება დაუპირისპირდა და ისტორიული გამარჯვებაც შეძლო. მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუსა და მისი გუნდის პრინციპული, გონივრული და გაბედული ლიდერობა, არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ამ წარმატებაში.

ვულოცავთ მოლდოველ ხალხს, ქვეყნის პროდასავლურ ხელისუფლებას, „ევროპული საქართველოს" პარტნიორ "მოქმედებისა და სოლიდარობის" ( PAS) პარტიას, რომელმაც დიდი უპირატესობით დაამარცხა პრორუსული საარჩევნო ბლოკი და ქვეყანას შეუნარჩუნა დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა.

მოლდოვის ეს ისტორიული წარმატება დიდი მხარდაჭერაა პროდასავლური, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის მებრძოლი საზოგადოებისთვის უკრაინაში, საქართველოში და ოპტიმიზმის მიმცემი მთლიანად ევროპისათვის. ამავდროულად, საჭირო გაკვეთილი რუსეთისათვის, რომელიც მუდმივად ცდილობს დაასუსტოს და საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენის სფეროში მოაქციოს მეზობელი ქვეყნები, საფრთხე შეუქმნას მშვიდობას და უსაფრთხოებას მთელს მსოფლიოში.

გაიმარჯვა ევროპულმა მოლდოვამ, გაიმარჯვებს ევროპული საქართველოც!“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის