იულიან ბულაი - ქართველი ხალხი მარტო არ არის - ჩვენ ქართველ კოლეგებთან ერთად ვიდგებით, ვიდრე არ დავინახავთ იმედის ნიშნებს თბილისიდან, რომ ავტოკრატიული რეჟიმი უკან იხევს

გზავნილი სტრასბურგიდან ასეთია: ქართველი ხალხი მარტო არ არის - ამის შესახებ PACE-ში ALDE ჯგუფის თავმჯდომარემ და რუმინეთის პარლამენტის წევრმა, იულიან ბულაიმ სტრასბურგში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ისინი იდგებიან იქამდე, ვიდრე არ დაინახავენ იმედის ნიშნებს თბილისიდან, რომ "ავტოკრატიული რეჟიმი უკან იხევს", სანამ ყველა პოლიტიკური პატიმარი არ გათავისუფლდება.

"ორივე ნიკა [გვარამია და მელია] დაპატიმრებულია, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაპატიმრებულია, ელენე ხოშტარია დაპატიმრებულია, გიორგი ვაშაძე დაპატიმრებულია - იმდენი ადამიანია პატიმრობაში, იმის ნაცვლად, რომ ახლა ადგილობრივი არჩევნების კამპანიაში იყვნენ ჩართულები. ეს არ შეესაბამება დემოკრატიის შესახებ ჩვენს წარმოდგენებს. და ეს გზავნილი, ეს ბრალდება სწორედ "ქართულ ოცნებას" მიემართება. ვიტყვი ყველას სახელით - გზავნილი სტრასბურგიდან ასეთია - ქართველი ხალხი მარტო არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რა უნდა გაკეთდეს ადგილზე - საჭიროა ძალადობისგან თავის შეკავება, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, ვინც დღეს ციხეშია, და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რაც წარმომადგენლობითობის სამართლიან შანსს მისცემს ყველა პოლიტიკურ პარტიას, როგორც საპარლამენტო, ასევე ადგილობრივი არჩევნების დონეზე. ჩვენ ქართველ კოლეგებთან ერთად ვიდგებით აქ, მანამ, სანამ არ დავინახავთ იმედის ნიშნებს თბილისიდან, რომ ავტოკრატიული რეჟიმი უკან იხევს, და ვიდგებით აქ მანამ, სანამ ყველა პოლიტიკური პატიმარი არ გათავისუფლდება. წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს, ქართველ ხალხს. ჩვენ მხარს გიჭერთ, თქვენ მარტონი არ ხართ" , - განაცხადა რუმინელმა პარლამენტარმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს