თაზო დათუნაშვილი - ძალიან კანონზომიერია, რომ „ქართული ოცნება“, როგორც კრემლის სატელიტი, არ ულოცავს გამარჯვებას საქართველოს მეგობარ მაია სანდუს და მოლდოველ ხალხს

ძალიან კანონზომიერია, რომ „ქართული ოცნება“, როგორც კრემლის სატელიტი, არ ულოცავს გამარჯვებას საქართველოს მეგობარ მაია სანდუს და მოლდოველ ხალხს, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

დათუნაშვილმა „ქართულ ოცნებას“, „საქართველოს მოსახლეობისადმი მტრულად განწყობილი“ უწოდა და აღნიშნა, რომ არაფერი არაბუნებრივი არ არის მათ გადაწყვეტილებაში, არ მიულოცონ საქართველოს მეგობარ ქვეყანას დემოკრატიულ არჩევნებში რუსეთის დამარცხება.

„ქოცები“ არიან საქართველოს მტრები. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მტრულად განწყობილი ხალხია საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისადმი. შესაბამისად, არაფერი არაბუნებრივი არ არის იმაში, რომ საქართველოს მტრები საქართველოს მეგობრებს არ ულოცავენ გამარჯვებას. ამაში უცნაური არაფერი არ არის. ეს ხალხი ემსახურება რუსეთის ინტერესებს, იმ რუსეთის ინტერესებს, რომელიც დემოკრატიულ არჩევნებში დაამარცხა მაია სანდუმ მოლდოვაში. ისინი იმ რუსების წარმომადგენლები არიან საქართველოში, რომლებიც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, გვაწამებენ, გვცემენ, გვიჭერენ, შესაბამისად, მათგან სხვა საქციელი მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, ძალიან კანონზომიერია, რომ „ქართული ოცნება“ როგორც კრემლის სატელიტი, არ ულოცავს გამარჯვებას საქართველოს მეგობარ მაია სანდუს და მოლდოველ ხალხს“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ დსთ-ს წევრი ქვეყნისთვის მილოცვა გაუჭირდება. კობახიძის თქმით, როდესაც მოლდოვა დსთ-ს დატოვებს, მილოცვის საკითხს კიდევ ერთხელ გადახედავენ. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 100%-ის დათვლის შედეგად, 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს მმართველმა „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ ხმათა 50.20% დააგროვა და ახალ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო