მარკ რუტე - უნდა დავიცვათ ჩვენი ცა, „დრონების კედლის“ ინიციატივა აუცილებელია - ვნახეთ, რა მოხდა პოლონეთში, ესტონეთში - ცხადია, რომ ამის უკან რუსები არიან

როდესაც საქმე ეხება უკრაინას, ეს ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზია, ვეხმარებით უკრაინელებს, რადგან ეს ეხება ჩვენს ღირებულებებს, მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, თავდაცვის პირველ ხაზს, ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ ისინი ბრძოლაში დარჩნენ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარ რუტემ, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უნდა დავიცვათ ჩვენი ცა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვნახეთ, რა მოხდა პოლონეთში დრონებთან, ესტონეთში MIG-31-ებთან დაკავშირებით და ასევე, რა ხდება ახლა დანიაში. დანიაში ჩვენ ჯერ კიდევ ვაფასებთ, თუ რა დგას ამის უკან. მაგრამ როდესაც საქმე პოლონეთსა და ესტონეთს ეხება, ცხადია, რომ ეს რუსები არიან. მაინც ვაფასებთ, მიზანმიმართული ქმედებაა თუ არა ეს. მაგრამ მაშინაც კი, თუ ეს განზრახ არ არის ჩადენილი, უგუნური და მიუღებელი ქმედებაა“, - აღნიშნა ალიანსის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, „დრონების კედლის“ ინიციატივა დროული და აუცილებელია.

„ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ცა, ამიტომ „დრონების კედლის“ ინიციატივა დროული და აუცილებელია, რადგან საბოლოო ჯამში, ჩვენ არ შეგვიძლია მილიონობით ევრო ან დოლარი დავხარჯოთ რაკეტებზე დრონების გასანადგურებლად, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე ათასი დოლარი ღირს. ამიტომ, გვჭირდება „დრონების კედელი“. ასევე, როდესაც საქმე ეხება უკრაინას, როგორც თქვენ თქვით, ურსულა, ეს ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზია. ვეხმარებით უკრაინელებს, რადგან ეს ეხება ჩვენს ღირებულებებს, მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, თავდაცვის პირველ ხაზს, ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ ისინი ბრძოლაში დარჩნენ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ამერიკელებმა კვლავ გახსნეს კარიბჭეები მათი ლეტალური და არალეტალური იარაღის PURL ინიციატივით. ვფიქრობ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რომელიც მოკავშირეების მიერ არის დაფინანსებული“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, ყველაფერი, რასაც ევროკომისია ახლა აკეთებს SAFE-ის და სხვა ინიციატივების მეშვეობით იმისთვის, რომ უკრაინა საუკეთესო პოზიციაში დააყენოს, გადამწყვეტია როგორც ბრძოლაში, ასევე პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რათა ისინი შემდეგ ყველაზე ძლიერ პოზიციაში იყვნენ.

„ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ერთმანეთის ძალა მთელ ამ წამოწყებაში“, - აღნიშნა რუტემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა