შსს - გელა ხასაიასთან ერთად მყოფი პირი ამბობს, რომ დაზარალებული სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა ხასაიაზე და ამ უკანასკნელის აგრესია და დაზარალებულის ცემა სწორედ ამან გამოიწვია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრის, გელა ხასაიას

თანმხლები პირი, ინციდენტის დროს დაზარალებულის ცემის ფაქტს ადასტურებს. ამის შესახებ შსს-მ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ხასაიას ერთ-ერთი თანმხლები პირი აღნიშნავს, რომ დაზარალებული სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა ხასაიაზე, რამაც მისი მხრიდან აგრესია გამოიწვია.

შსს-ის ინფორმაციითვე, ინციდენტს ადასტურებს თავად გელა ხასაია, თუმცა ძალადობას უარყოფს.

„გელა ხასაიას თანმხლები პირები დაზარალებულის ცემის ფაქტს ადასტურებენ. ინციდენტის დროს, მასთან ერთად მყოფი ერთ-ერთი პირი, ასევე, ამბობს, რომ დაზარალებული სექსუალური ხასიათის ძალადობას ცდილობდა ხასაიაზე და ამ უკანასკნელის მხრიდან აგრესია და დაზარალებულის ცემა სწორედ ამან გამოიწვია.

ინციდენტს ადასტურებს თავად გელა ხასაიაც, თუმცა ძალადობას უარყოფს“,- აღნიშნავენ შსს-ში.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავა. უწყების ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი.

შსს-ს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1975 წელს დაბადებულ რ.ჩ-ს ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები