„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ - ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს 16 აპრილიდან დღემდე პერიოდში დადებული ყველა საგრანტო ხელშეკრულების გაზიარებას

ანტიკორუფციულ ბიუროში დაწყებულია წარმოება ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ საქმიანობის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ანტიკორუფციული ბიურო ორგანიზაციისგან ითხოვს 2025 წლის 16 აპრილიდან დღემდე პერიოდში მოქმედი/დადებული ყველა საგრანტო ხელშეკრულების გაზიარებას. ასევე, მოქმედი პროექტების ფინანსურ და შინაარსობრივ ანგარიშებს.

„2025 წლის 30 სექტემბერს ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ანტიკორუფციული ბიუროსგან წერილი მიიღო.

წერილის თანახმად, ანტიკორუფციულ ბიუროში დაწყებულია წარმოება ორგანიზაციის საქმიანობის „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებით.

ანტიკორუფციული ბიურო ორგანიზაციისგან ითხოვს 2025 წლის 16 აპრილიდან დღემდე პერიოდში მოქმედი/დადებული ყველა საგრანტო ხელშეკრულების გაზიარებას. ასევე, მოქმედი პროექტების ფინანსურ და შინაარსობრივ ანგარიშებს.

როგორც საზოგადოებისთვის, ასევე ანტიკორუფციული ბიუროსთვის კარგად არის ცნობილი, რომ ორგანიზაცია დაარსების დღიდან დღემდე, მუშაობს ბავშვების, ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებებზე. როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ორგანიზაციის სტრატეგიული სამართალწარმოებით შეიქმნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვისა და ზრდასრულებისთვის.

ჩვენი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო და არის ადამიანის ღირსებისა და თანასწორობის უზრუნველყოფა.

დღემდე, სირთულეების და გამოწვევების მიუხედავად PHR რჩება თავისი პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და აგრძელებს ქალების, ბავშვებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას”, - ნათქვამია განცხადებაში.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო