ფილიპინებში 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრას 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ცენტრალურ ფილიპინებში 6.9 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, 60-მდე ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მიწისძვრა სებუს სანაპიროსთან მოხდა, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა და შენობების დაზიანება გამოიწვია.

გამოცემის ცნობით, სებუს ადგილობრივმა მთავრობამ პროვინციაში კატასტროფის მდგომარეობა გამოაცხადა. პროვინციის მასშტაბით სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

ყველაზე მეტი მსხვერპლი დაფიქსირდა ბოგოში, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრიდან დაახლოებით 17 კილომეტრში მდებარეობს.

ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის ინსტიტუტმა ცუნამის შესახებ გაფრთხილება გააუქმა და განაცხადა, რომ „ზღვის დონის მცირე რყევებით გამოწვეული რაიმე ზემოქმედება ძირითადად ჩავლილია“.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო