ლევან ბეჟაშვილი - არის მოსაზრება, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ხმები არ უნდა დაიკარგოს - არ არსებობს არჩევნები და ოპოზიციური ხმები, შედეგები წინასწარ განსაზღვრულია - ყველას მოვუწოდებთ, არ მივიდნენ ე.წ. საარჩევნო უბნებზე

ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ რუსული რეჟიმი,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან საზოგადოებას მოუწოდა, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე არ წავიდნენ.

„4 ოქტომბერი არის მორიგი რუსული სპეცოპერაციის დღე, როდესაც „ქართულ ოცნებას" რამენაირად სჭირდება ლეგიტიმაციის მოპოვება საზოგადოების შიგნით და საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ქვეყანაში რაიმე სახის საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს. ეს სჭირდება „ქართულ ოცნებას“. ყველა ადამიანი, მათ შორის პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეებიც უნდა დაფიქრდნენ, უნდათ თუ არა ივანიშვილის ამ თამაშში მონაწილეობა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საზოგადოებას, რიგით მოქალაქეებს, 4 ოქტომბერს, რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არ მიიღონ. თავად უბნის ტერიტორიაზე შესვლაც კი, ზღურბლის გადაბიჯება ნიშნავს ივანიშვილის თამაშში მონაწილეობას, არ უნდა მივცეთ რეჟიმს ამის საშუალება და ამის ფუფუნება. არის მოსაზრება, რომ მივალთ და ყველას გადავხაზავთ, ან ის, რომ ოპოზიციური ხმები არ უნდა დაიკარგოს. არ არსებობს არჩევნები, არ არსებობს ოპოზიციური ხმები. არჩევნების შედეგები წინასწარ განსაზღვრულია. ამიტომ, ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არცერთმა მოქალაქემ არ უნდა მიიღოს. ყველას მოვუწოდებთ, არ მივიდნენ ე.წ. საარჩევნო უბნებზე“,-განაცხადა ბეჟაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს „ქართული ოცნების“ მმართველობა უნდა დასრულდეს.

„ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ რუსული რეჟიმი. დავასრულოთ ხალხის ხარჯზე „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების ცხოვრება. უნდა დავასრულოთ ქვეყანაში კორუფცია, შემოვაბრუნოთ ევროპისკენ და ქართველი ხალხის გამარჯვების დღედ ვაქციოთ 4 ოქტომბერი“,-განაცხადა ბეჟაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის