ლევან ბეჟაშვილი - მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 5 წლის ათვლა დაიწყო - ეს თარიღი დამატებითი სტიმული უნდა იყოს 4 ოქტომბრისთვის, რომ 100 ათასობით ადამიანი გამოვიდეთ და დავასრულოთ რუსული რეჟიმი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, 4 ოქტომბერს ასი ათასობით ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და ქვეყანა ევროპისკენ შემოაბრუნოს.

როგორც ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს საერთაშორისო საზოგადოებაშიც კი აღარ არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, რა რეჟიმი მართავს საქართველოს.

მიხეილ სააკაშვილმა პირადი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად გადადგა ნაბიჯი, ჩამოვიდა ჩაჯდა პუტინის ციხეში, ივანიშვილის რეჟიმის საპყრობილეში და იქიდან საზოგადოებას ბრძოლისკენ მოუწოდა. ეს ბრძოლა უკვე გრძელდება, დღეს არის 1-ელი ოქტომბერი. მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 5 წლის ათვლა დაიწყო. ეს თარიღი კიდევ ერთი დამატებითი სტიმული და მოტივაცია უნდა იყოს 4 ოქტომბრისთვის, რომ ქართველმა ხალხმა 4 ოქტომბერს 100 ათასობით ადამიანი უნდა გამოვიდეთ და ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ რუსული რეჟიმი, რომელიც ივანიშვილმა საქართველოში ჩამოაყალიბა. 1-ელი ოქტომბერი ასევე არის თარიღი, როდესაც 13 წლის წინ რუსეთმა განახორციელა რუსული სპეცოპერაცია ქვეყანაში. შევახსენებ საზოგადოებას პუტინის განცხადებას, რომ „ის, რაც ვერ შეძლო რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის ომის დროს, შეძლებს ქართველი ხალხი“ და მათ ჰქონდათ შესაბამისი გეგმა. სამწუხაროდ, საქართველოში აღმოჩნდნენ ადამიანები ივანიშვილის მეთაურებით, რომლებმაც ეს გეგმა განახორციელეს. ეს გეგმა თავიდან შეფარული იყო, მაგრამ ყოველი წლის განმავლობაში მათ ეს დაადასტურეს და დღეს აღარ არსებობს კითხვები საერთაშორისო საზოგადოებაში თუ საქართველოს შიგნით, რა რეჟიმი მართავს ამ ქვეყანას. ეს მოვლენაც კიდევ ერთი დამატებითი სტიმული უნდა იყოს 4 ოქტომბრისთვის. ასი ათასობით ადამიანს შეუძლია ქვეყანა ევროპისკენ შემოაბრუნოს და ერთად ვიზეიმოთ ამ ქვეყანაში ხალხის გამარჯვება“,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო