თბილისის მერიის ინფორმაციით, ვერის პარკი სრულად რეაბილიტირდა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვერის პარკის რეაბილიტაცია დაასრულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დეტალური დიზაინის პროექტი მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით მომზადდა.

„ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ისტორიული პარკი ერთ-ერთი უძველესი და მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცეა, რომელსაც XX საუკუნის დასაწყისიდან ჰქონდა, როგორც საუბნო, ისე საქალაქო მნიშვნელობა. დღესაც განკუთვნილია ყველა ასაკის ადამიანისთვის. პარკის განახლება საჭიროებდა სიღრმისეულ კვლევებსა და დეტალურ დიზაინის პროექტს, რომელიც მომზადდა მოქალაქეთა აქტიური ჩართულობით. სწორედ ამიტომ, ვერის პარკის რეაბილიტაცია იქცა თანამონაწილეობითი დაგეგმარების საუკეთესო პრეცედენტად“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ვერის პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, რის გამოც მისი არსებითი გარდაქმნა ან შეცვლა არ განხორციელებულა.

„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არსებული გეგმარებისა და ფუნქციების შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე, რათა ისტორიულ სივრცეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფუნქციები შესძენოდა. რეაბილიტაციის შედეგად, პარკში განახლდა ინფრასტრუქტურა და მოეწყო საბავშვო-სპორტული მოედნები, ძაღლების სასეირნო სივრცე, საფეხმავლო ბილიკები, შადრევანი, მოსასვენებელი პავილიონი, ბელვედერი, სასმელი წყლის შადრევანი და ადმინისტრაციული შენობა. სრულად შეიცვალა სარწყავი სისტემები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, მიწისზედა კომუნიკაციები კი მიწისქვეშ განთავსდა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანების ნაწილს.

„არსებული მრავალწლოვანი ხეები შენარჩუნდა, დამატებით დაირგო ნერგები და დაიგო ბალახის საფარი. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თბილისს შეემატა განახლებული, უმაღლესი ხარისხის ინფრასტრუქტურისა და თანამედროვე საინჟინრო სისტემებით აღჭურვილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა, რომელიც მორგებულია განსხვავებული ასაკისა და ინტერესის მქონე მოქალაქეებზე. რამდენიმე დღის წინ დავათვალიერე სამუშაოები, ულამაზესი პარკი გამოვიდა. ხვალ, 20:00 საათზე გვექნება პარკის გახსნა და თავად ნახავთ, რა სილამაზე გამოვიდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს