თბილისის მერია - ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციის შემდეგ საცხოვრებელი ფართები 100-მდე ბენეფიციარს გადაეცემა

ე.წ. კადეტთა კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, 100-მდე ბენეფიციარს სრულიად განახლებული საცხოვრებელი ფართები გადაეცემა.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს.

„კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც მინდა, ყურადღება გავამახვილო, თაბუკაშვილის ქუჩის N46-ში მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსია, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი ახორციელებს. ამ ეტაპზე სრულდება შენობის ფასადისა და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები, ხოლო შიდა ფართების სრული რეაბილიტაცია და რემონტი წლის ბოლოს დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ 100-მდე ბენეფიციარს გადაეცემა სრულიად განახლებული, რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართები. აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლი, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაში იყო. აღნიშნულ შენობაში გაუსაძლის პირობებში უწევდათ ცხოვრება ოჯახებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ე.წ. კადეტთა კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ დედაქალაქს შეემატება კიდევ ერთი შენობა, რომელიც ასევე გამორჩეული ისტორიის მატარებელია.

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლება-რეაბილიტაცია ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია. ეს არის ძალიან დიდი სიმდიდრე და სილამაზე, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. ეს მრავალფეროვნება კიდევ უფრო ალამაზებს და მომხიბვლელს ხდის ჩვენს ულამაზეს თბილისს. აღნიშნული მიმართულებით მუშაობა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ჩვენ უკვე გვაქვს განხორციელებული პროექტები - წინამძღვრიშვილის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ დავამთავრეთ სამუშაოები, განვაახლეთ გუდიაშვილის და ორბელიანის მოედნები, ასევე, მიმდებარე ქუჩები. ეს პროცესი გაგრძელდება “, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს