გიორგი შარაშიძე - რას ნიშნავს კომპანიის გაყიდვა მას შემდეგ, რაც მილიონობით ლარი აქვს მითვისებული? - დანაშაულზე პასუხისმგებლობა „ლაგი კაპიტალს“ და მის თავდაპირველ დამფუძნებელს, ირაკლი ზარქუას ოჯახის წევრს ეკისრება!

„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ სოფელ გურიანთას საბავშვო ბაღი, რომლის მშენებლობაც გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, დღემდე არ არის დასრულებული.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, საბავშვო ბაღის მშენებლობა კომპანია „ლაგი კაპიტალის“ პროექტია, რომელიც არსებული ინფორმაციით „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას ოჯახს ეკუთვნის და რომლის ხელმძღვანელები სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით გუშინ დააკავეს.

ის საბავშვო ბაღის მშენებლობაზე საუბრისას 2024 წელს მათ მიერვე გავრცელებულ ვიდეოს კიდევ ერთხელ ავრცელებს და ამბობს, რომ პარტიის წევრები ამ თემაზე, ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდნენ.

„ეს ვიდეო ზუსტად ერთი წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ფარგლებში ოზურგეთში ჩავწერეთ. ეს სწორედ ირაკლი ზარქუას ოჯახის წევრის კომპანიის “ლაგი კაპიტალის” შეუსრულებელი პროექტია, რომელმაც მილიონ ლარზე მეტი ავანსად მიიღო, თანხა სრულად გაფლანგა, სოფელ გურიანთას საბავშვო ბაღი კი დღემდე არ აქვს! რატომ არ მოახდინა შარშან „ოცნებამ“ რეაგირება? როგორ მოხდა საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის, მილიონ ლარზე მეტის სრულად ავანსად ჩარიცხვა? იყო თუ არა შესაძლებელი ასეთ უკანონობაზე ხელის დაფარება მფარველის, ირაკლი ზარქუას გარეშე? და რაც მთავარია, რას ნიშნავს კომპანიის გაყიდვა მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსგან მილიონობით ლარი აქვს მითვისებული და გაფლანგული? ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ამ დანაშაულზე სრული პასუხისმგებლობა “ლაგი კაპიტალს” და მის თავდაპირველ დამფუძნებელს ანუ ირაკლი ზარქუას ოჯახის წევრს ეკისრება!“- წერს გიორგი შარაშიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს რეგიონებში სკოლებისა და ბაღების მშენებელი კომპანია „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელები სახელმწიფოს კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავა. მოგვიანებით, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ზარქუას სიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი წლების წინ „ლაგი კაპიტალს“ ფლობდა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის