„ნაციონალური მოძრაობა“ ზვიად კუპრავას დაკავებაზე - ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ყველა წითელი ხაზი წაშლილია - მათ 4 ოქტომბრის მოახლოებამ შიში კიდევ უფრო გაუმძაფრა, ამიტომ მნიშვნელოვანია, დარჩენილ დღეებში არ ავყვეთ პროვოკაციებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის წევრისა და თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრის ზვიად კუპრავას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „მოღალატე კრიმინალთა რუსული ბანდა პოლიტიკური ნიშნით რეპრესიებს აგრძელებს“.

„დღეს მათ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრი ზვიად კუპრავა დააკავეს. ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ყველა წითელი ხაზი წაშლილია. ისინი მოსვლის დღიდანვე არ აღიარებენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ზღუდავენ კონსტიტუციურ უფლებებს და ჩვენს მოქალაქეებს პოლიტიკური განცხადებების გამო ციხეში უშვებენ. ივანიშვილის ბანდას შიში 4 ოქტომბრის მოახლოებამ კიდევ უფრო გაუმძაფრა, ამიტომ მნიშვნელოვანია დარჩენილ დღეებში არ ავყვეთ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ პროვოკაციებს. 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი იკრიბება რუსთაველის გამზირზე, სადაც რუსეთის მარიონეტულ ხელისუფლებას თავის სათქმელს მშვიდობიანად, კანონიერად, კონსტიტუციურად ეტყვის! ამ ყველაფერს ერთხელ და სამუდამოდ ბოლო სულ მალე მოეღება, ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდება და დავუბრუნდებით ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული, ღირსეული საქართველოს მშენებლობას!“, - ნათქვამია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ზვიად კუპრავა დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საქმე ეხება 30 სექტემბერს, კუპრავას მიერ, სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საუბრობს და ამავე კონტექსტში ამბობს, რომ „4 ოქტომბერს 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მივიღებთ დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს