არმაზ ახვლედიანი - ჭირისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად ერთადერთი გზაა დარჩენილი - ახალი, ნდობით აღჭურვილი, უანგარო და ეროვნულ-დემოკრატიული იდეებით გამსჭვალული ადამიანების ერთობით ჩამოყალიბებული პოლიტიკური სივრცის შექმნა

ჭირისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად ერთადერთი გზაა დარჩენილი - ახალი, ნდობით აღჭურვილი, უანგარო და ეროვნულ-დემოკრატიული იდეებით გამსჭვალული ადამიანების ერთობით ჩამოყალიბებული პოლიტიკური სივრცის შექმნა, რაც დროულად დაასრულებს რუსულ რეჟიმს, - ამის შესახებ ნათქვამია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის არმაზ ახვლედიანის განცხადებაში, რომელსაც ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

არმაზ ახვლედიანის თქმით, ივანიშვილ-კობახიძის „რუსული კრიმინალური რეჟიმის ცამეტი წელი ერთი დიდი, სამარცხვინო, დანაშაულებრივი ლაქაა“ საქართველოს თანამედროვე ისტორიაში.

„დიდი იმედების უდიდეს იმედგაცრუებად გადაქცევის, ქვეყნის ნორმალურობის პერსპექტივის დასამარების, ილიასა და მერაბ კოსტავას გზის ღალატის, იდენტიფიცირებული მტრის, რუსეთის, იმპერიალისტური გეგმების მზაკვრულად რეალიზების, გაუგონარი შიშის, მოსყიდვის, ტერორის ატმოსფეროსა და პოლიტპატიმრების მთელი კლასის შექმნის, ფსევდო ფასეულობებზე აპელირების, ყველა, მეტ-ნაკლებად, დამოუკიდებელი ინსტიტუციის დამორჩილების, სამხრეთ კავკასიაში კუთვნილი უმნიშვნელოვანესი როლის დაკარგვის, უსაფრთხოების გარანტიების გაუქმების, აღვირახსნილი სოციალური უსამართლობის, გაუგონარი მასშტაბის კორუფციის, უცხოეთში გადახვეწილი ათი ათასობით თანამემამულის, გაუქმებული არჩევნებისა და დემოკრატიის, დატერორებული საჯარო მოხელეების, ბინძურ პოლიტიკურ კონიუნქტურას დაქვემდებარებული განათლებისა და კულტურის სფეროს შექმნის, აშშ-სა და ევროპაში მთავარ პარტნიორებთან ათწლეულობით ნაშენები სანდო ხიდების დაწვის, სოხუმსა და ცხინვალთან შერიგების პროცესის გაყინვის, ნარკომანიის, ამ უდიდესი ეროვნული კატასტროფის, აღზევების, სუს-ს, შსს-ს, პროკურატურის და ყველა სხვა სახელმწიფო უწყების შავრაზმული პარტიული დღის წესრიგისთვის დაქვემდებარების, კულტურული მემკვიდრეობის, თბილისის, ბათუმის, ბახმაროს და სხვა მარგალიტების გაპარტახების, გამოუსწორებლად დაზიანების, სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის უმთავრეს მტრად გამოცხადების და სხვა ათასი უბედურების შემოქმედი, ივანიშვილ-კობახიძის რუსული კრიმინალური რეჟიმის ცამეტე წელი ერთი დიდი, სამარცხვინო, დანაშაულებრივი ლაქაა საქართველოს თანამედროვე ისტორიაში.

ახლა ამ ჭირისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად ერთადერთი გზაა დარჩენილი - ახალი, ნდობით აღჭურვილი, უანგარო და ეროვნულ-დემოკრატიული იდეებით გამსჭვალული ადამიანების ერთობით ჩამოყალიბებული პოლიტიკური სივრცის შექმნა, რაც დროულად დაასრულებს რუსულ რეჟიმს და ჩააყენებს საქართველოს ნორმალური, წარმატებული ევროპული განვითარების უალტერნატივო კალაპოტში“, - წერს ახვლედიანი.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა