ელენე ხოშტარია - მე არ მაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ რეჟიმის დამთავრების რიცხვი და საათი გითხრათ, მაგრამ ის ქუჩის პროტესტით დასრულდება, მათ შორის, 4 ოქტომბერს გასვლით - მშვიდობიანი რევოლუცია არა მხოლოდ არსებობს, ის ვალდებულებაა

არჩევნები მოსაპოვებელია და მოპოვების გზა "ოცნების" ჩამოშლაა, ამისთვის კი ქუჩაა, ბოლომდე! , - ამის შესახებ ნათქვამია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ელენე ხოშტარიას რუსთავის ციხიდან გზავნილში, რომელიც მის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელდა.

როგორც ხოშტარია წერს, არ არსებობს არჩევნები, შესაბამისად, „რეჟიმის“ დასრულება მხოლოდ პროტესტის გზით არის შესაძლებელი. ამასთან, ხოშტარია ამბობს, რომ მას არ აქვს „ჯადოსნური ჯოხი“, რათა რეჟიმის დამთავრების რიცხვი და საათი დაასახელოს, თუმცა აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბერი მათ შორის კრიტიკული „მოსახვევია“.

ხოშტარია წერილში დასძენს, რომ „მშვიდობიანი რევოლუცია არა მხოლოდ არსებობს, ის ვალდებულებაა“.

„არ არსებობს არჩევნები! ის მოსაპოვებელია და მოპოვების გზა ოცნების ჩამოშლაა. ამისთვის კი ქუჩაა! ბოლომდე!

ამ ერთწლიანი ბრძოლის განმავლობაში, ყველა კრიტიკულ მომენტში, ჩვენ ყველა: აქტივისტები, პოლიტიკოსები (პატარა გამონაკლისებით) პატიმრები, დედები, განსხვავებული ჯგუფები თუ ადამიანები, ყოველთვის ვაკეთებდით სწორ არჩევანს. არავინ აღიარა რეჟიმი და მისი ყალბი არალეგიტიმური წამოწყებები - არც პარლამენტი, არც კომისია, არც სასამართლო, არც სხვა სპეცოპერაციები. ყველა ცინიკური პროგნოზის მიუხედავად, პროტესტი არ გაჩერდა - არც ახალ წელს, არც აღდგომას, არც ჯარიმებით, არც ტიტუშკებით, არც პოლიტიკოსების დაჭერით, არც აგვისტოს ცხელ დღეებში.

4 ოქტომბერიც ასეთი კრიტიკული „მოსახვევია“. მიუხედავად ოპოზიციის პატარა ნაწილის სისუსტისა, მთლიანობაში, ყველა სწორად მოვედით ამ დღემდე. ახლა ეს დღეც ასევე ღირსეულად უნდა გავიაროთ.

  1. არანაირი არჩევნებზე წასვლა!

ცხადია, ყველა ადამიანი თავად წყვეტს როგორ მოიქცევა, მაგრამ გვახსოვდეს, ყველა გადაწყვეტილება არის პასუხისმგებლობა. წესებს შევხედავთ, დამკვირვებლების არარსებობას, ოცნების გადარევას „კონკურენტულია არჩევნებიო“, დაპატიმრებული პარტიის ლიდერებს, ეუთოს არჩამოსვლას, ცემა-ტყეპას, თუ ვითომ წინასაარჩევნო კამპანიების შინაარსს, შეუძლებელია ამას არჩევნები დაერქვას. დაუსვით ეს კითხვები საკუთარ თავს და დარჩით თქვენ თავთან მართლები. ოცნება მაინც იმას დაწერს, რაც უნდა, მაგრამ თქვენ სინდისი არ შეგაწუხებთ, როცა ამ ფარსს არ აყვებით.

  1. პროტესტი, 4-ში შეკრება

ყველა ქუჩაში! ეს ლოზუნგი არ არის, ეს არის ამ ხელისუფლების არალეგიტიმურობის განაცხადი. ეს ის დღეა, როცა თითოეულ მოქალაქეს საკუთარი გარეთ გასვლით პოლიტიკური რეალობა შეუძლია შექმნას. როცა ვამბობთ, არა რუსულ რეჟიმს, სწორედ 4-ში იქნება საშუალება თქვენი იქ მისვლით არა მხოლოდ თქვათ, არამედ დაამტკიცოთ - არა რუსულ სპეცოპერაციას! მოძალადე ამ ქვეყანაში ერთადერთია, ეს „ქართული ოცნებაა“. ჩვენი პროტესტი არის მტკიცე, შეუპოვარი, მშვიდობიანი და მძლავრი. მე არ მაქვს ჯადოსნური ჯოხი, რომ რეჟიმის დამთავრების რიცხვი და საათი გითხრათ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ის ქუჩის პროტესტით დასრულდება, მათ შორის, 4-ში გასვლით. დავესესხები ნიკა გვარამიას ციხიდან მიცემულ ძალიან კარგ ინტერვიუს „ფორმულაზე“. მშვიდობიანი რევოლუცია არა მხოლოდ არსებობს, ის ვალდებულებაა, ის 300 დღეა მიმდინარეობს და აუცილებლად ოცნების, რუსების დამარცხებით დასრულდება, თუ არ დავიღლებით. და არ დავიღლებით!

ბოლომდე!“, - წერს ხოშტარია.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო