გელა ხასაია - დაკავებისას არ განუმარტავთ ვინ იყვნენ, ჩამტენეს მანქანაში - არაადამიანური მოპყრობა დაკავების შემდეგაც მოხდა - განყოფილებაში გამაშიშვლეს, მეგონა ამით მორჩა, იგივე გააკეთეს სხვა ოთახშიც, იყო დამცინავი საუბრები

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრის, გელა ხასაიას თქმით, მისი დაკავების დროს ადგილი ჰქონდა მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას.

ასევე, მისი თქმით, დაკავების ოქმში არასწორად არის მითითებული დაკავების დრო.

ხასაიას თქმით, განყოფილებაში ორჯერ გააშიშვლეს, ასევე, პოლიციელებმა მის მიმართ დამცინავი დამოკიდებულება და მუქარა გამოხატეს.

“დაკავების დრო არის არასწორი. დაახლოებით [ღამის] 10:00-11:00 საათი იყო, როდესაც სახლთან ამიყვანეს. არაადამიანური მოპყრობა დაკავების შემდეგაც მოხდა....

როგორ მოხდა დაკავება. აქციიდან წამოვედი, დაახლოებით 21:30 საათზე. ჩავედი მეტროში და ამოვედი “სადგურის მოედანზე” - დადიანის ქუჩისკენ. როგორც კი გადავედი გზაზე, მაღაზიაში შევედი. გამოსვლისას ჩემს წინ გაჩერდა “შკოდის” მარკის ავტომობილი. ჩემს ირგვლივ გაჩნდა 10-მდე ადამიანი. ერთმა მაჯაზე მომკიდა ხელი, ტელეფონის წართმევას ცდილობდა. მოვასწარი მობილურზე ბლოკის დადება. ამის შემდეგ შევწყვიტე წინააღმდეგობა. მათ არ განუმარტავთ ვინ იყვნენ, რა უნდოდათ, ისე ჩამტენეს მანქანაში.

მანქანაში მითხრეს, რომ პოლიციის განყოფილებიდან იყვნენ. ერთ-ერთი ვიცანი აქციებიდან. მან მითხრა: “ხომ დაგპირდი სისხლით დაგიჭერთო და აგისრულეთო”. არ მახსოვს ამ ადამიანის სახელი, მაგრამ გავარკვევ.

ჩემი აზრით, განყოფილებაში ვიყავი მარჯანიშვილის ტერიტორიაზე. შიგნით შემიყვანეს, სადაც 20-მდე პოლიციელი იყო. არ მეუბნებოდნენ რასთან დაკავშირებით, რაზე [დამაკავეს], მეც აზრზე არ ვიყავი მანდ რაზე ვიყავი. გამაშიშვლეს. მეგონა, ამით მორჩა. ისევ იგივე გააკეთეს, ოღონდ სხვა ოთახში. იყო დამცინავი საუბრები. ახსენებდნენ მზია ამაღლობელს. ასევე, მიხსენებდნენ ჩემ მეგობარ, საბა სხვიტარიძეს. მეუბნებოდნენ, ორივე მოძალადეები ხართო.

ინფორმაციის მიწოდებას მთხოვდნენ. როცა მიხვდნენ, რომ არაფრის თქმას ვაპირებდი, სხვა ოთახში გამიყვანეს. იქ იყო ერთი პოლიციელი და გამომძიებელი.

მითხრეს, რომ დაკავებული ვარ 120-ე მუხლის მეორე ნაწილით”, - განაცხადა ხასაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებული პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრ, გელა ხასაიას და მასთან ერთად დაკავებული ერთი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ 1-ელ სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება მიაყენეს დაზარალებულს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო