Reuters - ისრაელმა ღაზის სექტორისკენ მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების 13 გემი დააკავა - გემებზე დაკავებულებს შორის ერთ-ერთი გრეტა თუნბერგია

ისრაელმა ღაზის სექტორისკენ მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების 13 გემი დააკავა, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი გრეტა თუნბერგია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ჰამას-სუმუდის ფლოტილიის რამდენიმე გემი უსაფრთხოდ იქნა გაჩერებული და მათზე მყოფი მგზავრები ისრაელის პორტში გადაჰყავთ. გრეტა და მისი მეგობრები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

გამოცემის ცნობით, „გლობალური სუმუდის ფლოტილიის“ 30 გემი ღაზისკენ გადაადგილებას აგრძელებს.

ფლოტილიის შემადგენლობაში მედიკამენტებითა და საკვებით დატვირთული 40-ზე მეტი სამოქალაქო გემი შედის, რომელთა ბორტებზეც 500-მდე პარლამენტარი, ადვოკატი და აქტივისტი იმყოფება.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს