კახა ოქრიაშვილი - გამოაცხადეთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, გადაიტანეთ ქუჩის პროცესები საარჩევნო უბნებზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„რა მდგომარეობაა დღეს ქვეყანაში, რას ისმენს მოსახლეობა დღე და ღამე: ცემა, ტყეპა, დაჭერები, ცემა, ტყეპა, დაჭერები და ახლა აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას, თავისივე რიგებში, უკვე 13 წელია, უამრავი მოღალატე კორუფციონერი ჰყოლია და თურმე, ეს არ არის ხელისუფლების ბრალი. აბა ვისი ბრალია?! ვინ მოიყვანა ეს ქურდ-ბაცაცები, ვინ დასვა ისინი მინისტრების სკამებზე და ვინ მისცა საშუალება, გაექურდათ საქართველო?! თავად ხელისუფლების წარმომადგენლები სვამენ ტოლობის ნიშანს კორუფციონერებსა და მოღალატეებს შორის და ამავდროულად, თბილისის მერად 4 ოქტომბერს „ამწესებენ“ ადამიანს, ვის მიმართაც სწორედ კორუფციასთან დაკავშირებით, ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს!

ამიტომაცაა, რომ უკვე ბევრი ალაპარაკდა რევოლუციაზე ; - იქნება თუ არა, როგორი იქნება, როდის იქნება, მაგრამ აღარ განვმეორდები - ნებისმიერ შემთხვევაში, რევოლუციის წინაპირობას ქმნის ხელისუფლება.

რევოლუცია 4 ოქტომბერს იქნება თუ სხვა დღეს, - ეს იქნება მხოლოდ ამ ხელისუფლების ბრალი, განსაკუთრებით კი იმათი, ვინც მათ რიგებშიც კი ღვარძლითა და გესლით გამოირჩევა.

არადა, ყველაფერი ძალიან მარტივად შეიძლება მოგვარდეს, დასრულდეს დაჭერები, ცემა-ტყეპა და დალაგდეს ურთიერთობა როგორც უახლოეს მეზობლებთან, ასევე აშშ-სთან, ევროკავშირთან, გაუმჯობესდეს ურთიერთობა ჩინეთთან, ინდოეთთან და მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან. რატომაა ეს საჭირო?! იმიტომ, რომ დღეს ამ ქვეყნების ნაწილი თვლის, რომ ჩვენ ქვეყანას სუსტი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება ჰყავს, მეორე ნაწილი კი, მაგალითად, დასავლეთი, თვლის რომ მთლიანად არალეგიტიმური ხელისუფლება გვყავს, რომელმაც არჩევნები მოიპარა.

ამის გამო, უახლოესი მეზობლებიც კი ზემოდან გვიყურებენ, შეიძლება ხვდებიან „ოცნების“ წარმომადგენლებს, ესაუბრებიან, ხანდახან ხელსაც ართმევენ, მაგრამ პოლიტიკურად, ზემოდან გვიყურებენ, რადგან 2024 წელს „ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნების ხარისხს და შესაბამისად, შედეგებს, ყველა ეჭვქვეშ აყენებს.

ხომ ხედავთ, ხალხის გრძნობები უკვე იქამდეა მისული, ერთმანეთის ფიზიკური განადგურების სურვილს უკვე ღიად გამოხატავენ. ამ მდგომარეობის გაგრძელება დაუშვებელია! ამ სიძულვილის ფონზე, თუნდაც 5%-იანი შანსიც რომ არსებობდეს იმისა, რომ ფიზიკური დაპირისპირება მოხდება, ეს 5%-იანი შანსიც კი უნდა იქნას განხილული, როგორც დიდი რისკ-ფაქტორი ამ ქვეყნისთვის და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ქართველებს შორის ხოცვა-ჟლეტის თავიდან ასაცილებლად.

ხოლო ეს ყველაფერი, შინ თუ გარეთ, ერთი მარტივი გადაწყვეტილებით გასწორდება - გამოაცხადეთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, გადაიტანეთ ქუჩის პროცესები საარჩევნო უბნებზე. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ამ სიტუაციის განმუხტვა!“ - აცხადებს ოქრიაშვილი.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო