მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა

გერმანიის მიუნხენის აეროპორტში, დრონების დაფიქსირების გამო, ოპერაციები შეაჩერეს, - ინფორმაციას Reuters-ი აეროპორტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოპერაციების შეჩერების გამო 17 რეისი გაუქმდა და 3 000 მგზავრის მგზავრობა შეფერხდა.

ამასთან, აეროპრტიდან კიდევ 15 ავიარეისი შტუტგარტში, ნიურნბერგში, ვენასა და ფრანკფურტში გადამისამართდა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, დრონების დაფიქსირების გამო, აეროპორტები დროებით დაიხურა დანიასა და ნორვეგიაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს