პოლონეთში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სასწავლო ცენტრი გაიხსნა

პოლონეთში უკრაინელი სამხედროებისთვის უდიდესი სასწავლო ცენტრი (კემპ ჯომსბორგი) გაიხსნა, რომელსაც, ერთდროულად, 1 200-მდე სამხედროს მიღება შეუძლია, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ევროპელი პარტნიორების, კერძოდ, ნორვეგიის მხარდაჭერით შექმნილი სასწავლო ცენტრი უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების წვრთნას და გააუმჯობესებს საბრძოლო გამოცდილების გაცვლას უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ნატო-ს შორის. აქ ჩვენ შევძლებთ ჩვენს პარტნიორებს გავუზიაროთ ინფორმაცია, მათ შორის დრონების გამოყენებისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ევგენ მოისიუკმა, რომელიც ცენტრის გახსნის ცერემონიაზე უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

სასწავლო ცენტრი პოლონეთის სახმელეთო ჯარების ერთ-ერთ საწვრთნელ პოლიგონზე მდებარეობს.

„ეს ნატო-ს მიერ უკრაინის მხარდაჭერის ნაწილია და ქმნის საფუძველს შემდგომი თანამშრომლობისთვის თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში. აქ უკვე 250 ნორვეგიელი ინსტრუქტორი იმყოფება. მოსალოდნელია, რომ მათ მალე შეუერთდებიან სამხედრო მოსამსახურეები ესტონეთიდან და ალიანსის სხვა ქვეყნებიდან“, - აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია