ლაშა ფარულავა - გამოვიდეს მამუკა მდინარაძე და ყველა კითხვას პასუხი გასცეს, რა ხდება მის უწყებაში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა მდინარაძემ უნდა გასცეს კითხვებს პასუხი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე „თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანეს თუ კლავდნენ“.

„88 დღე გავიდა საგარეჯოს ინციდენტიდან და დღემდე ქართულმა საზოგადოებამ არ იცის, თორნიკე რიჟვაძეს კლავდნენ თუ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. მოტივთან დაკავშირებით უფრო მეტი გვითხრა ლევან ხაბეიშვილმა, ვიდრე გამოძიებამ. მეტიც, გუშინ იგივე ფორმით მოკლული იპოვეს აჭარის სუს-ის თანამშრომელი ჩაქვში, მასაც ჰქონდა წერილი. ჩნდება კითხვა-მამუკა მდინარაძე რა მიზნით დაინიშნა სუს-ის უფროსად?ეს უკავშირდება შიდა გარჩევებს? შიდა დაპირისპირებას? გამოვიდეს მამუკა მდინარაძე და ყველა კითხვას პასუხი გასცეს, რა ხდება მის უწყებაში, რა გარემოებებში მოხდა, რომ ჩაქვში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მოკლული იპოვეს. ყველა ამ შეკითხვაზე პასუხი უნდა გასცეს, მათ შორის თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით გასცეს ყველა იმ კითხვას პასუხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ამაზე საუბრობდა ლევან ხაბეიშვილი და ახლა ვსვამთ ამ შეკითხვებს ჩვენ. შეწყვიტოს ტაილანდზე ლაპარაკი და გვითხრას, მიიყვანეს თვითმკვლელობამდე თორნიკე რიჟვაძე თუ კლავდნენ, რა იყო ამ ყველაფრის მოტივი? არის თუ არა ეს შიდა დაპირისპირება? თუ ის ამ შეკითხვებს პასუხს არ გასცემს, 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი აიღებს ძალაუფლებას ხელში და დანაშაულის დაფარვისთვის ის აგებს პასუხს. ეს დღე ძალიან მალე დადგება“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“ ქართული ბანკების რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა