კახა კალაძე - მინდა, ყველას მოვუწოდო: არავინ გაწიროს თავი ციხისთვის - როგორც კი მოხდება ძალადობა, კანონის დარღვევა, ამას შესაბამისი უწყების მხრიდან რეაგირება მოჰყვება

ყველას მინდა მოვუწოდო, რომ არავინ გაწიროს თავი ციხისთვის,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კახა კალაძემ 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქცია შეაფასა და განაცხადა, რომ თუკი იქნება რაიმე სახის კანონდარღვევა ან გადაცდომა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„მე, როგორც დედაქალაქის მერს, ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს ნამდვილად არ გამიხარდება და არ მიხარია, როდესაც ადამიანები დანაშაულს ჩადიან და შემდეგ ციხეში წასვლა უწევთ. ყველას შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება. თუკი იქნება გადაცდომა, ძალადობა, კონკრეტული ნაბიჯები მოწოდებების შესასრულებლად, რა თქმა უნდა, ამას რეაგირება მოჰყვება“,- განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობს თუ არა შენობების პიკეტირებას, კალაძემ უპასუხა: „ვინც კანონს დაარღვევს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს რა ფორმით და როგორ იქნება, რეაგირება მოჰყვება“.

ამასთან, კახა კალაძის განმარტებით, ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია.

„ნებისმიერ ადამიანს, ჯგუფს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის შეკრებით, მიტინგის ჩატარებით. ეს უნდა იყოს ცივილიზებულ ფორმაში. როგორც კი მოხდება ძალადობა, კანონის დარღვევა, ამას, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყების მხრიდან რეაგირება მოჰყვება“,- განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტებს კითხვაზე, აპირებს თუ არა ხალხის პოზიციის მოსმენას, კახა კალაძემ უპასუხა, რომ გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

„ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა, ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამ თავისუფალ ქვეყანაში ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის და თავისუფლების შესაძლებლობა. ნებისმიერ ადამიანს თუ დაჯგუფებას შეუძლია გამოხატოს მისი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარია, რომ ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს“,- განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს