კახა კალაძე - მინდა ყველას მოვუწოდო, არ გამოაყენებინონ საკუთარი თავი - ახალგაზრდებს მოუწიათ ციხეში წასვლა იმ დანაშაულებისთვის, რაზეც აქეზებდნენ პოლიტიკოსები, შემდეგ ზოგი კაფეში იჯდა, ყავას და ცხელ ჩაის მიირთმევდნენ

მინდა ყველას მოვუწოდო, არ გამოაყენებინონ საკუთარი თავი თავიანთი ბინძური ზრახვებისთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გენერლების, მამუკა ყურაშვილისა და ზაზა გოგავას ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

კახა კალაძის განცხადებით, წინა შემთხვევაში, „ახალგაზრდა ბიჭები ციხეში ჩასვეს იმ დანაშაულებისთვის, რაზეც მათ პოლიტიკოსები აქეზებდნენ, თავად კი იმალებოდნენ ან კაფეში ისხდნენ“.

„მინდა ყველას მოვუწოდო, რომ არ გამოაყენებინონ საკუთარი თავი თავიანთი ბინძური ზრახვებისთვის. არავინ, არცერთმა ახალგაზრდამ არ გამოაყენებინოს თავი. როგორც წინა შემთხვევებში იყო. ახალგაზრდა ბიჭებს მოუწიათ ციხეში წასვლა იმ დანაშაულებისთვის, რაზეც აქეზებდნენ პოლიტიკოსები, შემდეგ თვითონ იმალებოდნენ, ზოგი კაფეში იჯდა, ზოგი ბარში, ყავას და ცხელ ჩაის მიირთმევდნენ, ახალგაზრდები კი პირისპირ შეატოვეს პოლიციას. ძალადობდნენ, „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდნენ, ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ყველა ძალადობაზე თუ პროვოკაციაზე სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება.

„არ ვიცი, რა პროვოკაციულ გეგმებზე არის საუბარი და რა პროვოკაცია უნდა მოაწყონ, თუმცა ყველა პროვოკაციის, ძალადობის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება, ცხადია, კანონის ფარგლებში“,-განაცხადა კახა კალაძემ

შეგახსენებთ, გენერლებმა, მამუკა ყურაშვილმა და ზაზა გოგავამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ ემიჯნებიან ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას და მოუწოდებენ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან.

„კატეგორიულად ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობრივ გეგმას და მოვუწოდებთ ყველას, ვინც ფიქრობს ქვეყანაზე და არა საკუთარ თავზე, თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რომელსაც თავს ახვევენ ახალგაზრდებს და მომავალში ვიბრძოლოთ ისეთი მეთოდებით, რაც არ დააზიანებს არც ქვეყანას და არც ჩვენს ახალგაზრდობას“, - აღნიშნულია მამუკა ყურაშვილისა და ზაზა გოგავას განცხადებაში

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა