მამუკა ხაზარაძე - ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - არჩევნებზე არ მისვლა ნიშნავს, რომ თქვენს ხმას ნებაყოფლობით ჩუქნით „ქართულ ოცნებას“

გარემო დაძაბულია, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველო“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროტესტი და არჩევნებში ბრძოლა ერთმანეთს ხელს არ უშლის.

„ამოცანა საარჩევნო კამპანიის ბოლომდე მიყვანაა, რომელიც ჩვენმა მაჟორიტარებმა და საერთო კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ თბილისში და არამარტო თბილისში ჩაატარა. მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან წარმატებულად ჩატარდა კარდაკარი. გარემო დაძაბულია, მაგრამ მინდა ყველას მოვუწოდო, თბილისელებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ.

არჩევნებზე არ მისვლა ნიშნავს, რომ თქვენს ხმას ნებაყოფლობით ჩუქნით „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ეს ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში შეიყვანა. პროტესტი და არჩევნები ერთმანეთს ხელს არ უშლის. ჩემი თხოვნაა, მობრძანდით არჩევნებზე და ხმა საერთო კანდიდატს ირაკლი კუპრაძეს დავუჭიროთ და ჩვენს მაჟორიტარებს, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხელში არ ჩავუგდოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა ბრძოლის მეთოდი გამოყენებული უნდა იყოს“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა