კახა კალაძე გდდ-ს სიის გასაჯაროებაზე - ძალიან ცუდი ფაქტია, რადგან ეს ინფორმაცია სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ხელში შეიძლება მოხვდეს

დედაქალაქის მერის შეფასებით, სოციალურ ქსელებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების სიის გასაჯაროება მძიმე ფაქტია, რადგან აღნიშნული ინფორმაცია შესაძლოა, სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ხელში მოხვდეს.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება არის მოღალატეობრივი ქმედება.

„ძალიან მძიმეა, როცა ამ ტიპის სიების გასაჯაროება ხდება. ამ სიიდან ბევრი მოქმედი თანამშრომელი არც იყო, ზოგი ყოფილი თანამშრომელია. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს და ზოგადად ფაქტია ძალიან ცუდი, რადგან ეს ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში შეიძლება მოხვდეს. ზოგადად ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ქვეყნის უსაფრთხოებაზე და ძალიან მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ, რომ ქვეყანაში მშვიდობა გვქონდეს.

ხოლო, რასაც ეს გაუბედურებული, გზააბნეული ადამიანები აკეთებენ, არის მოღალატეობრივი ქმედება, თუმცა, დრო გავა და ყველაფერი დალაგდება და იქნება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. მთელი ამ დროის განმავლობაში სიცრუისა და საზოგადოების დაშინების კამპანია მიმდინარეობს. რეალურად, არაფერი მოხდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და ჩვენ ძალიან დიდი შანსი გვაქვს, რომ გავიმარჯვოთ, როგორც დედაქალაქში, ასევე სხვა ყველა მუნიციპალიტეტებში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს