კახა კალაძე „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გამართულ დებატებზე - საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, ერთადერთი გუნდი ვართ, რომელიც რაიონებში განსახორციელებელი კონკრეტული პროექტებით საუბრობს

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენს გუნდს რეალურად შეუძლია ღირსეულად უპასუხოს თბილისში არსებულ ყველა გამოწვევას, - ასე გამოეხმაურა კახა კალაძე მედიასთან საზოგადოებრივი მაუწყების ეთერში თბილისის მერობის კანდიდატებს შორის გამართულ დებატებს.

„საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, ვის რა ხედვა აქვს დედაქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი ვართ, ვინც საუბრობს თბილისთან დაკავშირებით, რა უნდა გაკეთდეს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, რა გამოწვევები არსებობს. კანდიდატებმა ისაურბეს კონკრეტულ პრობლემებზე, მაგალითად საცობებზე, მაგრამ მათ არ წარმოუდგენიათ ხედვა, გეგმა რა უნდა გაკეთდეს მის მოსაგვარებლად. ერთადერთი გუნდი ვართ „ქართული ოცნება“, რომელიც რაიონებში განსახორციელებელი კონკრეტული პროექტებით საუბრობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს