ევროკავშირის საბჭომ რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მათ მიმართ, ვინც რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზეა პასუხისმგებელი, სანქციები კიდევ ერთი წლით, 2026 წლის 9 ოქტომბრამდე გაახანგრძლივოს, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზიციაში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორების წინააღმდეგ განხორციელებული ჰიბრიდული საქმიანობის, მათ შორის უცხოური ინფორმაცის მანიპულირებისა და ჩარევის (FIMI), ფონზე მიიღეს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული შემზღუდველი ზომები, საერთო ჯამში, ამჟამად 47 ფიზიკურ და 15 იურიდიულ პირზე ვრცელდება. სიაში შეტანილი პირების აქტივები გაყინვას ექვემდებარება და ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ, რომ მათთვის ხელმისაწვდომი გახადონ სახსრები, ფინანსური აქტივები ან ეკონომიკური რესურსები. დასანქცირებულ ფიზიკურ პირებს ასევე ეკრძალებათ მოგზაურობა, რაც მათ ევროკავშირის ტერიტორიებზე შესვლას ან ტრანზიტით გადაადგილებას უკრძალავს.

ცნობისთვის, 2024 წლის 8 ოქტომბერს საბჭომ, რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების საპასუხოდ, შემზღუდავი ზომების ჩარჩო მიიღო. სანქციების რეჟიმი მიმართულია იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის მთავრობის ქმედებებსა და პოლიტიკაში, რაც ძირს უთხრის ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, მათ უსაფრთხოებას, სტაბილურობას, დამოუკიდებლობასა და მთლიანობას. სანქციების რეჟიმი ასევე მიმართულია იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მესამე ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ ჰიბრიდული საქმიანობის განხორციელებაზე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის