შალვა პაპუაშვილი - პაატა ბურჭულაძემ იმაზე იზრუნოს მიტინგიდან რაიმე ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი, ერთი ძალადობაც რომ მოხდეს, მისი პირადი პასუხისმგებლობა იქნება

ბატონმა პაატამ იმაზე იზრუნოს, ხვალ რაიმე ძალადობა არ მოხდეს, თორემ ის არა მხოლოდ პოლიტიკურადაა პასუხისმგებელი, ის ოფიციალურადაა ხვალინდელი შეკრების ორგანიზატორი, რაც კი რამე მოხდება, პირველი პასუხისმგებელი ის არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, აქციების დროს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელს ერთმანეთისკენ იშვერდნენ ხოლმე, როცა რაიმე ძალადობრივი ხდებოდა, თუმცა ახლა ასე ვეღარ იქნება, რადგან ბურჭულაძემ „იურიდიულად უკვე გააფორმა, როგორც საკუთარი პასუხისმგებლობა“.

„წინა შემთხვევებში თუკი ორგანიზატორები არ ფიქსირდებოდნენ და შემდეგ ერთმანეთისკენ ხელს იშვერდნენ, როცა ძალადობა იყო, ხან გიორგი ვაშაძე იტყოდა, რომ წრე დავარტყათ პარლამენტს და მერე ამბობდა, მე რა შუაში ვარ, მე რატომ დამიჯერეთო, პაატა ბურჭულაძემ ხვალინდელი მიტინგის ორგანიზატორად დაიფიქსირა თავი, ამიტომ რაც კი რამე მოხდება, პირველი პასუხისმგებელი ის არის. რა თქმა უნდა, ყველა სხვაც პასუხისმგებელია, „ნაციონალური მოძრაობა“, NGO-ები, რომლებიც არიან თანაორგანიზატორები, მაგრამ იურიდიულად მან ეს უკვე გააფორმა, როგორც საკუთარი პასუხისმგებლობა. ასე რომ, იმაზე იზრუნოს მიტინგიდან რაიმე ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი, ერთი ძალადობაც რომ მოხდეს, მისი პირადი პასუხისმგებლობა იქნება ამ ყველაფერში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან დამკვირვებლები პატრულირებენ 24 საათი, წელიწადში 365 დღე - ეს ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოში უსაფრთხოების მხარდაჭერის მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
თბილისს ახალი ელეგანტური ადგილი შეემატა - „Royal Tbilisi“
ზღარბი დაბრუნდა - სწრაფი დაგროვებით და ახალი შეთავაზებებით