"ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს იგორ ნარმანიას თავს დაესხნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარეს იგორ ნარმანიას თავს დაესხნენ. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

იგორ ნარმანია აქტივისტებთან ერთად მეტეხის ხიდზე 4 ოქტომბრის პროტესტთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას აპირებდა, რა დროსაც თავდასხმა მოხდა.

„აგრესიულად იყვნენ განწყობილი, ჩვენ არანაირი აგრესია არ გვქონია. ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. ვერაფერს ვერ დამაკლებენ, ამ ბრძოლაში ვის შეაშინებენ? აქ ათასობით კამერაა და პოლიციამ რომ ამოიღოს [გამოჩნდება], გვერდიდან მომეპარა. თქვენი არავის არ ეშინია და ხვალ მოგიწევთ მშვიდობიანად წასვლა ხელისუფლებიდან“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, დაშავდა კიდევ ერთი ახალგაზრდა.

აღნიშნულის გამო, განცხადების გაკეთება ვერ მოხერხდა.

ვიტალი ბალა - უკრაინელი ხალხის რუსული აგრესიის წინააღმდეგ 1428-დღიანი ბრძოლის მთავარი შედეგი ისაა, რომ რუსეთმა უკრაინა მუხლებზე ვერ დააჩოქა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი