კახა კალაძე - გავაკეთე ჩემი არჩევანი: „მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს“ - ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ამ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, არის „ქართული ოცნება“

„მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს“. ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია ამ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მომდევნო 4 წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი.

„მე გავაკეთე ჩემი არჩევანი. პირველი, რა თქმა უნდა, „მშვიდობა საქართველოს და მეტი სიკეთე თბილისს“. ერთადერთი ძალა, ვისაც დღეს რეალურად შეუძლია ამ ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ერთადერთი ძალა, ვისაც რეალურად შეუძლია ქალაქის განვითარება გააგრძელოს, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი სასიკეთო მნიშვნელობის პროექტი განვახორციელეთ ჩვენი დედაქალაქისთვის, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, თუმცა რჩება გამოწვევები, რჩება პრობლემები. საზოგადოებას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარვუდგინეთ კონკრეტული ხედვები თუ რა პროექტები იქნება განხორციელებული, რა გაკეთდება თუნდაც ინფრასტრუქტურის მიმართულებით, თუნდაც ეკოლოგიური თვალსაზრისით, ეკოპოლიტიკის მიმართულებით, იგივე ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები, ახალი პროექტები, რომელიც დედაქალაქში იქნება ტრამვაის, მეტროს სახით, ატრაქციონების პარკი და ა.შ. ძალიან ბევრი გვაქვს სალაპარაკო, ძალიან ბევრ პროექტზე მივაწოდეთ საზოგადოებას ინფორმაცია და რა თქმა უნდა, მომდევნო 4 წელი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია