დონალდ ტრამპი - ღაზაში ომის დასრულებასთან და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ

ღაზაში ომის დასრულებასთან და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც მის სამშვიდობო გეგმაზე „ჰამასის“ პასუხის შემდეგ გაავრცელა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ქვეყანას, რომელიც ამის მიღწევაში დამეხმარა - კატარს, თურქეთს, საუდის არაბეთს, ეგვიპტეს, იორდანიასა და სხვა ძალიან ბევრს. ეს ძალიან დიდი დღეა. ვნახოთ ყველაფერი როგორ გამოვა. საბოლოო სიტყვა უნდა შევათანხმოთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „მძევლების მშობლებთან დაბრუნებას მოუთმენლად ელის“.

„ეს განსაკუთრებული დღეა. შეიძლება უპრეცედენტოც კი. ყველა გაერთიანებული იყო იმის სურვილით, რომ ეს ომი დასრულებულიყო და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის მიგვეღწია. ჩვენ ამასთან ძალიან ახლოს ვართ. ყველას სამართლიანად მოეპყრობიან“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, „ჰამასმა“ ღაზაში ომის დასრულების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას უპასუხა და განაცხადა, რომ ყველა მძევლის გათავისუფლებისთვის მზად არის. ასევე, „ჰამასმა“ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ღაზის სექტორის მართვაზე პასუხისმგებლობა დროებით ტექნოკრატიულ მთავრობას გადასცეს. ამავდროულად, „ჰამასმა“ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის გეგმის სხვა პუნქტები, რომლებიც „ღაზის სექტორის მომავალსა და პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ უფლებებს“ ეხება, დამატებით მოლაპარაკებებს საჭიროებს. ამასთან, „ჰამასმა“ განიარაღების შესახებ ისრაელისა და აშშ-ის მოთხოვნას არ უპასუხა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს