მიხეილ ყაველაშვილი - ტრამპთან შეთანხმება არ გვქონია, რომ მას უნდა დაერეკა ჩემთვის, დაკავშირება არ ნიშნავს დარეკვას - იტყუებოდით, რომ „სურათზე მიამატეს ყაველაშვილი“ - ტრამპთან შეხვედრაზე მიწვეული იყო პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

რადიკალური ფრთის ტელევიზიები, პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდით საზოგადოებას, რომ ეს არის „ფეიკ ნიუსი“, რომ არ მიიწვია საქართველოს პრეზიდენტი, რომ სურათზე მიამატეს ყაველაშვილი, არ იყო შეხვედრა, არ ჰქონდა საუბარი. ტრამპთან შეხვედრაზე მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, - ამის შესახებ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ტრამპთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან არ ჰქონია იმგვარი შეთანხმება, რომელიც მისთვის დარეკვას გულისხმობდა.

„ტრამპთან შეთანხმება არ გვქონია, რომ მას უნდა დაერეკა ჩემთვის. დაკავშირება არ ნიშნავს დარეკვას“, - აღნიშნა ყაველაშვილმა კითხვის საპასუხოდ, როდის ელოდება ტრამპის ზარს.

ამასთან, ყაველაშვილის თქმით, ტრამპი მას დაჰპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდებოდა ორი ქვეყნის ურთიერთობების განახლების საკითხს.

„თქვენ, თქვენი პატრონები, ატყუებთ ახალგაზრდობას, საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ არალეგიტიმურები, რომ არალეგიტიმურია პრეზიდენტი, არალეგიტიმურია მთავრობა. ვინ ბრძანდებოდა ქართველი ხალხის სახელით ამერიკაში? ვინ მიიწვიეს ტრამპის ვახშამზე? ამაზე ხომ უნდა გასცეთ პასუხი. ტრამპმა მიიწვია საქართველოს პრეზიდენტი, სახელით და გვარით. მიხეილ ყაველაშვილი - საქართველოს პრეზიდენტი მიწვეული იყო საზეიმო ვახშამზე, ეს არის რეალობა და ფაქტი. რადიკალური ფრთის ტელევიზიები, პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდით საზოგადოებას, რომ ეს არის „ფეიკ ნიუსი“, რომ არ მიიწვია საქართველოს პრეზიდენტი, რომ სურათზე მიამატეს ყაველაშვილი, არ იყო შეხვედრა, არ ჰქონდა საუბარი. მე გულწრფელი ვარ და მინდა სიმართლე ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას. ტრამპთან შეხვედრაზე მიწვეული იყო საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რომელსაც ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გასაუბრებოდა ამერიკის პრეზიდენტს და ის გზავნილი, რომელიც მე შეჯამების დროს გავაკეთე საზოგადოებისთვის, ეს არის სიმართლე. მან მიპასუხა, რომ ის აუცილებლად დაუბრუნდება ჩვენი ურთიერთობების განახლების საკითხს და ის დაგვიბრუნდება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს იცის საზოგადოებამ, ამაზე მეტი ინფორმაცია არ არსებობს და სპეკულაციებს თავი დაანებეთ“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო