მიხეილ ყაველაშვილი - გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან, არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა - დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება

ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოვხატე და არჩევანი გავაკეთე. გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან, არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა - დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა საკუთარი პოლიტიკური არჩევანის დაფიქსირების შემდგომ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „არსებული რეალობა იძლევა იმის შანსს, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გახდეს სტაბილური, მშვიდობიანი და განვითარებული“.

„უპირველესად, ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოვხატე და არჩევანი გავაკეთე. გულწრფელი ვიქნები საზოგადოებასთან, არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა. ვიცით, რომ ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა. სამწუხაროდ, მეორე მხარეს, არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია. დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც სწამს ჩვენი სამშობლოსი, ჩვენი სახელმწიფოსი, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც იღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა. იმ ადამიანებს, ვისაც ეს სახელმწიფოებრივი შეგნება გააჩნიათ, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენმა ქვეყანამ არაერთ გამოწვევას გაუძლო. ბევრი გამოცდილება დაგვიგროვდა. სამწუხაროდ, იყო მძიმე დღეები, გადავიტანეთ სამი ომი, დაპირისპირებები. ეს ყველაფერი გავლილია და ჩვენი საზოგადოება ძალიან დაბრძენდა, არჩევანის გაკეთება არ გაუჭირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მარტივად გასაკეთებელი არჩევანია. უნდა გვესმოდეს, გავითვალისწინოთ და გავაანალიზოთ, რომ არსებული რეალობა იძლევა იმის შანსს, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გახდეს სტაბილური, მშვიდობიანი და განვითარებული“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა უპასუხა კითხვას დღეს ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ აქციაზეც და აღნიშნა, რომ სურს, საზოგადოება „მშვიდად და წყნარად იყოს“.

„მინდა ჩემი და ჩვენი საზოგადოება იყოს მშვიდად, წყნარად. რაც მე ვისაუბრე, ეს არის რეალობა, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არაერთი პარამეტრით შეფასებული. საქართველო მოწინავე რიგებშია განვითარების პროგრესით. თქვენ აქ საერთოდ რატომ დგახართ და რატომ მისვამთ კითხვას? თქვენთვის ხომ არალეგიტიმური ვარ? მე ვესაუბრები ჩემს საზოგადოებას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ყველა მივა არჩევნებზე და ღირსეულ არჩევანს გააკეთებს. მქონდა შესაძლებლობა არაერთი ქვეყნის ლიდერს გავსაუბრებოდი. ნამდვილად საამაყოა, რომ საქართველო მოწინავე რიგებშია განვითარების ეტაპით. საზოგადოებამ მაგალითად, მოისმინა ვიქტორ ორბანის სიტყვები, რომ მართლაც სამაგალითოა ამ ეტაპისთვის საქართველოს დღევანდელი რეალობა“,- აღნიშნა ყაველაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო