პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტი წარადგინა

მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტი წარადგინა.

კომიტეტში, ბურჭულაძის გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე არიან.

ბურჭულაძის განმარტებით, სწორედ ამ კომიტეტიდან წამოვა ინიციატივები, რომლებსაც ხალხი უნდა გაჰყვეს.

„რომ იცოდეთ ვინ ხელმძღვანელობს, ვინ არის საორგანიზაციო კომიტეტში, წარმოგიდგენთ: ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე და თქვენი მონა მორჩილი, [პაატა ბურჭულაძე]. ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ვაკეთებთ ამის ორგანიზაციას და ძალიან გთხოვთ ყველას, რომ ჩვენგან უნდა მოვიდეს მომავალი ნაბიჯები. უნდა მიიღოთ ეს, რომ ჩვენგან არის ეს მომავალი ნაბიჯები და ამას უნდა გავყვეთ ყველა. ეს მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ბრძოლა ბოლომდე! დროშები არ დაგავიწყდეთ. გამარჯვება ჩვენკენაა",- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ოპოზიციამ, თუ სურს რეალური შედეგის მიღწევა, სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა ამის იოტისოდენა იმედიც არ მაქვს
კორეის ელჩი ჰიონ დუ კიმი - კორეის ძლიერი მხარე მაღალტექნოლოგიურ წარმოებაშია, საქართველოს კი ლოჯისტიკისა და მომსახურების სფეროებში - ის უნდა განიხილებოდეს როგორც ბაზარი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს რეგიონი და მის მიღმაც
ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2025