ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირმა და პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ

ევროკავშირმა და პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ, - ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი, რუსული ძალების მიერ სუმის ოლქში რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ დარტყმას.

„ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას, მაშინ, როდესაც მისი ხალხი რუსეთის ბარბაროსობის შედეგად კვლავ ტანჯვას განიცდის. შოსტკას რკინიგზის სადგურიდან გავრცელებული შოკისმომგვრელი კადრები რუსეთის წინდაუხედავ მზაობას აჩვენებს, რომ სამოქალაქო პირები მიზანში ამოიღოს. ევროკავშირმა და მისმა გლობალურმა პარტნიორებმა რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიერონ, სანამ ის სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას არ დათანხმდება“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს რუსებმა სუმის ოლქში, ქალაქ შოსტკას რკინიგზის სადგურს დრონით დაარტყეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს