პარლამენტთან აქციის მონაწილეები იკრიბებიან - მათ საავტომობილო გზა გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. დაანონსებულ აქციაზე, რომელიც რამდენიმე წუთში დაიწყება, მოქალაქეები უკვე იკრიბებიან. ამ წუთებში აქციის მონაწილეები იმყოფებიან პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე.

პარალელურად აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ძეგლთან, სადაც სცენა იქნება განთავსებული.

ცნობისთვის, დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. ასევე დაგეგმილია, სტუდენტების საპროტესტო მსვლელობა.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 311 დღეა მიმდინარეობს. მოქალაქეები ითხოვენ, დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო