სტუდენტები, რომლებიც თსუ-ს პირველი კორპუსიდან საპროტესტო მსვლელობას მართავენ, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან  შეჩერდნენ

სტუდენტები, რომლებიც თსუ-ს პირველი კორპუსიდან თავისუფლების მოედნამდე საპროტესტო მსვლელობას მართავენ, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ცოტა ხნით გაჩერდნენ.

მათი თქმით, დღევანდელ არჩევნებზე რა ციფრებიც არ უნდა დაიწეროს, ყველა არის ტყუილი.

სტუდენტები მსვლელობისას სკანდირებენ: “რევოლუცია, რევოლუცია”.

„რაც არ უნდა დაწერონ, რომ ამდენი მოვიდა არჩევნებზე და „ქართულ ოცნებას” მისცა ხმაო, ყველა რიცხვი არის ტყუილი და ამ ტყუილს ბოლო მოეღება დღეს. კახა კალაძე არის მთავარი კრიმინალი ამ ქალაქის.

დღეს ჩვენი მოვალეობაა ამათი ტყუილებისგან და პროპაგანდისგან გათავისუფლება. გვინდა, რომ ყველას სჯეროდეს გამარჯვების. მოდიან სხვა ქალაქებიდან, მოდიან ემიგრანტები და თავს მოიყრიან რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადეს სტუდენტებმა.

სტუდენტების თქმით, მათი გასათავისუფლებლები არიან „ის სტუდენტები და უდანაშაულო ადამიანები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” ციხეში გამოკეტა“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს