რეჯეფ თაიფ ერდოღანი - „ჰამასმა“ აჩვენა, რომ მშვიდობისთვის მზად არის

„ჰამასმა“ აჩვენა, რომ მშვიდობისთვის მზად არის, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ღაზაში ომის დასრულების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმაზე „ჰამასის“ პასუხს მიესალმა.

„როგორც ეს აქამდე არაერთხელ, „ჰამასმა“ აჩვენა, რომ მშვიდობისთვის მზად არის. ჩვენს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

შეგახსენებთ, „ჰამასმა“ დონალდ ტრამპის გეგმის საპასუხოდ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ღაზის სექტორის მართვაზე პასუხისმგებლობა დროებით ტექნოკრატიულ მთავრობას გადასცეს. ამავდროულად, „ჰამასმა“ აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის გეგმის სხვა პუნქტები, რომლებიც „ღაზის სექტორის მომავალსა და პალესტინელი ხალხის ლეგიტიმურ უფლებებს“ ეხება, დამატებით მოლაპარაკებებს საჭიროებს. ამასთან, „ჰამასმა“ განიარაღების შესახებ ისრაელისა და აშშ-ის მოთხოვნას არ უპასუხა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო