ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დასრულდა.

2025 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

Reuters-ი წინასწარ გამოკითხვებზე დაყრდნობით წერს, რომ არჩევნებში პირველ ადგილს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის პოპულისტური ოპოზიციური პარტია, ANO დაიკავებს და ხმების 28-30%-ს მიიღებს. თუმცა, სავარაუდოდ, პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას ვერ შეძლებს და კოალიციის შექმნის მიზნით პარტნიორების პოვნა მოუწევს.

წინასწარი გამოკითხვების თანახმად, მმართველი ცენტრისტული მემარჯვენე კოალიცია „ერთად“ (Spolu), სავარაუდოდ, ხმების 20-22%-ს მიიღებს.

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები მარტივი არ იქნება.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი