კახა კალაძე - თბილისში, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 300 000 ამომრჩეველმა - „ქართული ოცნებისა“ და ჩემს კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70%-ზე მეტი უცხადებს

თბილისში, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 300 000 ამომრჩეველმა- „ქართული ოცნებისა“ და ჩემს კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70% -ზე მეტი უცხადებს , - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კახა კალაძემ მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს ახასიათებს დაბალი აქტივობა, თბილისში, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო 300 000 ამომრჩეველმა. ჩვენი საარჩევნო შტაბის მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნებისა“ და ჩემს კანდიდატურას მხარდაჭერას ამომრჩეველთა 70% -ზე მეტი უცხადებს.

მინდა, გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც უკვე გამოგვიცხადა მხარდაჭერა. ამომრჩევლებს, რომლებიც ჯერ არ მისულხართ საარჩენო უბნებზე, მინდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ აქტიურობისკენ. თქვენ მიერ გამოცხადებული ნდობა, არის გარანტია, რომ გაგრძელდება თბილისის განვითარება და მეტი სიკეთე შევა ჩვენი დედაქალქის თითოეულ უბანში“, - აღნიშნა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს