ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი - 64-ე მუნიციპალიტეტში ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს გამარჯვებას ვულოცავ - დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, განსაკუთრებით ჩემს ბათუმელებს

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ხალხმა რადიკალური გზა აირჩია, უარი თქვა ყველაზე დემოკრატიულ პროცესზე, რომელსაც არჩევნები ჰქვია, - ამის შესახებ ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი ცინცაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იგი, ასევე, ეგზიტპოლის შედეგებსაც გამოეხმაურა და ბათუმელებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, 64-ე მუნიციპალიტეტში ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს გამარჯვებას ვულოცავ. დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს, განსაკუთრებით ჩემს ბათუმელებს, რომლებიც მივიდნენ საარჩევნო უბანზე და ნდობა გამომიცხადეს.

ჩვენი ქალაქის მშვიდობიანი შენარჩუნება არის ის, რაც ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ.

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ხალხმა [ოპოზიციამ] რადიკალური გზა აირჩია, უარი თქვა ყველაზე დემოკრატიულ პროცესზე, რომელსაც არჩევნები ჰქვია“, - აცხადებს გიორგი ცინცაძე.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო