ცესკო - 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 1 438 116 მოქალაქე მივიდა, რაც ამომრჩეველთა 40.93%-ს შეადგენს

ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განაცხადებით, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 1 438 116 მოქალაქე მივიდა, რაც ამომრჩეველთა 40.93%-ს შეადგენს.

მისივე თქმით, საარჩევნო დღემ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა.

იოსელიანის თქმით, დღის განმავლობაში 24 საჩივარი დაიწერა, რაც ძირითად შეეხებოდა ფოტო-ვიდეო გადაღების წესის დარღვევას, კენჭისყრის უბნის მოწყობას, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლის აღრიცხვას და ა.შ.

„საარჩევნო კომისიის წევრები აგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები უმოკლეს დროში იყოს ცნობილი საზოგადოებისთვის,“ - გამაცხადა იოსელიანმა.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო