ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ ხმების 71.55%  მიიღო, ირაკლი კუპრაძემ 12.45%, იაგო ხვიჩიამ 7.52%

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატმა "ქართული ოცნებიდან", კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 71.557% მიიღო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის დედაქალაქში დათვლილი 584 უბიდან 572-ის შედეგები ცნობილია.

ცესკოს ინფორმაციით, 12.459%-იანი მხარდაჭერა მიიღო პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ.

ამასთან, "გირჩის" კანდიდატმა, იაგო ხვიჩიამ ამომრჩეველთა ხმების 7.528% მიიღო, "კონსერვატორები საქართველოსთვის" კანდიდატმა, ზურაბ მახარაძემ კი - 4.121%.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს