კახა კალაძე - ყველა უბედურება, რაც საქართველოში ხდება, გარედან მართული პროცესია - რომელ ევროპელ პარტნიორებზეა საუბარი? რომლებიც ახალისებენ ძალადობას? - არჩევნების შედეგი არის პასუხი მოძალადე ევროპელ ბიუროკრატებზე

დღეს რაც მივიღეთ არჩევნების შედეგი, არის ქართველი ხალხის პასუხი მოძალადე ევროპელ ბიუროკრატებზე, რომლებიც ამ პროცესებს ახალისებენ ქვეყანაში,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ყველა უბედურება, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ხდება, გარედან მართული პროცესებია“.

„რომელ ევროპელ პარტნიორებზეა საუბარი? რომლებიც ახალისებენ ძალადობას, ხელს უწყობენ პოლარიზაციის გაღრმავებას, მოძალადეებს ახალისებენ. ვისზე ვსაუბრობთ? ყველაფერი უბედურება, რაც საქართველოსთან დაკავშირებით ხდება, გარედან მართული პროცესებია, მათ პატრონები ჰყავთ. ყველაფერი კარგად იცის ქართველი ხალხის უმრავლესობამ. დღეს რაც მივიღეთ არჩევნების შედეგი, არის ქართველი ხალხის პასუხი მოძალადე ევროპელ ბიუროკრატებზე, რომლებიც ამ პროცესებს ახალისებენ ქვეყანაში“,- აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ათონელის საპრეზიდენტო სასახლის ღობე შეანგრიეს, კალაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო, ფაქტობრივად, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში.

„ეს არის პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. პირდაპირ აღსრულების მცდელობა და აღსრულება, ფაქტობრივად, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში. რა თქმა უნდა, ყველა მოძალადე გამოვლენილი იქნება, ასევე ის პირები, ვინც ამისკენ მოუწოდებდა იქ შეკრებილ ადამიანებს. რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. კანონის ფარგლებში ყველას მაქსიმალურად გაეცემა პასუხი.

ძალიან მარტივია: ძალიან ბევრჯერ მითქვამს, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არ ეკუთვნიან საკუთარ თავს, ოჯახს, ქვეყანას. აგენტურის წარმომადგენლები არიან, აგენტურული ქსელია, რომელიც წლების განმავლობაში იქმნებოდა ქვეყანაში. ამ აგენტურის ქსელის წარმომადგენლები არიან, რომლებიც გარედან იმართებიან. მათ არ აქვთ უფლება შეკითხვა დასვან, რატომ. ასეთია აგენტის ბედი. ყველა მოძალადე, არ აქვს მნიშვნელობა სახელსა და გვარებს, ყველა მოძალადე უმკაცრესად იქნება დასჯილი. ამის პირობას ვაძლევ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას“, - აღნიშნა კალაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო