თამარ ჩერგოლეიშვილი  - ამდენი ხალხი, თითქმის წელიწადია ქუჩაში მშვიდობიანად დგას და ვიღაც უპასუხისმგებლო "კლოუნების" გამო, რეჟიმის პროპაგანდას ეძლევა საშუალება, ჩვენს მარცხად გაგვიფორმოს საკუთარი მარცხი

ამდენი ხალხი, თითქმის წელიწადია ქუჩაში მშვიდობიანად დგას და ვიღაც უპასუხისმგებლო კლოუნების გამო, რეჟიმის პროპაგანდას ეძლევა საშუალება, რომ ჩვენს მარცხად გაგვიფორმოს საკუთარი მარცხი , - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ივანიშვილი, სააკაშვილი და ხაზარაძე ერთდროულად დასრულდებიან”.

„ამის მიზეზი მარტივია:

ეს არაა ბრძოლა რეჟიმსა და ოპოზიციას შორის.

ესაა ბრძოლა დემოკრატიულ პროცესსა და პოსტსაბჭოთა ავტოკრატიას შორის.

გავარღვევთ და ყველა ოლიგარქს და ავტოკრატს - ყველა ფლანგზე, მათი მფრინავი მაიმუნებიანად ერთად ჩავრეცხავთ.

ივანიშვილი, სააკაშვილი და ხაზარაძე ერთდროულად დასრულდებიან”, - წერს ჩერგოლეიშვილი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს