პრემიერი - კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა არის პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველი - ეს იქნება დამატებითი არგუმენტი, რომელიც აბსოლუტურად დაედება სარჩელს

კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა არის პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველი, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, აქციაზე განვითარებული მოვლენები იქნება თუ არა ერთ-ერთი მტკიცებულება „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად მომზადებულ სარჩელში.

კობახიძის თქმით, აღნიშნული იქნება დამატებითი არგუმენტი.

„რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა, ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც ახლა მზადდება და რომელიც უნდა შევიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუციური წყობილების დამხობა, ძალადობით შეცვლა არის პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების ერთ-ერთი საფუძველი და, რა თქმა უნდა, კონკრეტული მტკიცებულებით გაამყარეს მათი არაკონსტიტუციური მიზანი ამ ადამიანებმა. ბუნებრივია, ეს იქნება დამატებითი არგუმენტი, რომელიც აბსოლუტურად დაედება სარჩელს, რომელიც უნდა შევიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა კობახიძემ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო